სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატრიოტული სულის ზეიმი თბილისის N37 საჯარო სკოლაში
17-06-2025
-
+


არაფორმალურ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამყაროში, რადგან ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს განავითაროს ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები ფორმალური განათლების ფარგლებს გარეთ, აღმოაჩინოს ინტერესები, გამოავლინოს შესაძლებლობები და შეიძინოს ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება.

არაფორმალური განათლების მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისის N37 საჯარო სკოლა, სადაც დირექტორის -ლარისა მელაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

აღნიშნულ სკოლაში ყველა პედაგოგი ცდილობს მოსწავლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაზრდას, რისთვისაც აქტიურად მიმართავენ არაფორმალურ განათლებას, იქნება ეს მნიშვნელოვანი თარიღებისა, თუ გამორჩეული პიროვნებების მოღვაწეობის წარმოჩინება, ქვეყნის ისტორიული წარსულის შესწავლა და ამ ვითარების გამოყენებით ახალგაზრდობის პატრიოტული თვითშეგნების ამაღლება.

ასეთი ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა სკოლაში  29 მაისს, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ქართული ენის მასწავლებელი ნინო გარსევანიძე და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ახალაია.

ღონისძიება გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნით. შემდეგ კი მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩვენი წინაპრების მიერ მოპოვებულ სამწლიან დამოუკიდებლობაზე, ზოგადად, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, მე-11ბ კლასის მოსწავლე დავით ბაბერციანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ის ისტორიული მოვლენა, რამაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა და გააცნო მაშინდელი მთავრობის შემადგენლობა.

ღონისძიებაზე ჟღერდა პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები. მონაწილე პატარა დეკლამატორებმა სასკოლო საზოგადოება საქართველოს ისტორიულ წარსულში ამოგზაურეს, საამაყო მოსასმენი იყო ლუკა ახალაიას (მე-11გ კლ) მიერ წაკითხული ლადო ასათიანის - „სალაღობო“, იოანე კობაიძის (მე-6ა კლ) ლადო ასათიანის - „საქართველოში“.....მაყურებელი მოხიბლა სუზი კარაპეტიანის წაკითხულმა იოსებ ნონეშვილის შედევრმა - „არის ასეთი ქვეყანა“. ასევე გარი მურადიანის (მე-8-ა კლ) მიერ წაკითხულმა მუხრან მაჭავარიანის ლექსმა - „შენ სისხლო ჩემო“.

ესე - „პატრიოტიზმი და ეროვნული თვითშეგნება ახალგაზრდებში“ წაიკითხა ლიზი სააკიანმა (მე-11-გ კლ).

ღონისძიებას არ დაჰკლებია ქართული მუსიკის შედევრები, მათ შესრულებაში და-ძმა კობაიძეებთან ერთად მონაწილეობდა ისტორიის ახალგაზრდა მასწავლებელი დავით ტაბახმელაშვილი, ძმებმა  ალექსანდრე და გაბრიელ რიჟამაძეებმა, ნოდარ გორგასლანიძემ და ნიკა ქარჩავამ შეასრულეს ცეკვა „მთიულური“. საღამოს წამყვანები იყვნენ - ლიზი ფაცაცია და ნინო ალთუნაშვილი.

ღონისძიება დასრულდა ანზორ აბულაშვილის ლექსით - „მახარობელი“, რომელიც წაიკითხა ნოდარ გორგასლანიძემ. პატარა მედროშეებმა შემოიტანეს სახელმწიფო დროშები და აჟღერდა მამუკა ჩარკვიანის ჰიტი - „თავისუფლება ისე არ მოდის“.....

ამ ღონისძიებით მიღებული სითბო, წარსულით სიამაყე, პატრიოტული თვითშეგნება დიდხანს ემახსოვრებათ 37-ე სკოლის მოსწავლეებს. დასკვნით სიტყვაში აღნიშნა კიდეც თვითმმართველობის პრეზიდენტმა - ლუკა ახალაიამ, როცა მან ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებასა და მის დაცვაზე. 

„ბარბაროსებმა დაგვარბიეს, ჩაგვხოცეს, მაგრამ ვერაფერი დაგვაკლეს, ჩვენ იმ ერის შთამომავალნი ვართ, ვინც ომში სიმღერით მიდიოდა და გამარჯვებულიც სიმღერით ბრუნდებოდა, დღეს ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელია, აღსრულდა ილიას ოცნება“,- სიამაყით აღნიშნა მან. 

სკოლის დირექტორმა, ლარისა მელაძემ 26 მაისი მიულოცა მოსწავლეებს და უსურვა ქვეყნის განვითარებისა და დამოუკიდებლობისათვის მზრუნველ თაობად ჩამოყალიბება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება