სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნაწერი რჩება უკუნისამდე“ - შთამბეჭდავი პროექტი მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში
17-06-2025
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაგვირგვინდა. სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით პედაგოგები მიმართავდნენ მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა და პროექტებს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახა. 

მათ შორის, სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნაილე თაბაგარის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროექტი - „ნაწერი რჩება უკუნისამდე“- განახორციელეს.

პროექტი მიზნად ისახავდა წერის წარმოშობის, როგორც კაცობრიობის ცივილიზაცის საწყისი ეტაპიდან ციფრულ ტექნოლოგიებამდე განვლილი გზის, მიმოხილვას და ამ ჭრილში უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და მწიგნობრობის კერების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის წარდგინებას.

შუმერთა ლურსმნული დამწერლობიდან ეგვიპტურ იეროგლიფებამდე თუ ბერძნულ და ლათინურ ანბანამდე კაცობრიობის წარსული კლდეზე, ქაღალდზე, ტყავზე აღიბეჭდა და ციფრული ტექნოლოგიებით  დაგვირგვინდა.  მოსწავლეებმა: ეკატერინე ებიტაშვილმა, მარიამ შუბითიძემ, იოანე კენჩხაძემ, ანა კახიანმა, ელენე დერევიანჩენკომ, მათე კელეპტრიშვილმა, ელენე თვარაძემ, ანა კვინიკაძემ, მარიამ ჩიტიაშვილმა და მათე ნიბლაძემ მთელი ეს პროცესი  მნიშვნელოვან ნაწილებად დაჰყვეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო მასალები წარუდგინეს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეების მიერ შესრულებელი ნამუშევრები თიხასა და კერამიკაზე, მინიატურული წიგნი, ნაქარგობანი, გრაგნილი, ორიგინალური ჯვარი, წიგნის სანიშნები, ბუმბულის კალმები, ჩანაწერების წიგნაკი და ხელნაწერი წიგნი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების, აღდგომისა და ამაღლების ამსახველი ხატებით. მოსწავლეებმა სკოლის ტაძარს შესწირეს ნაქარგი, მძივებით გამშვენებული სანიშნი ოთხთავისათვის, ხოლო მცირე სანიშნები მასწავლებლებს აჩუქეს.

„დღეს, როდესაც კლავიატურაზე თითის შეხებით ვწერთ და ვკითხულობთ, ღირს გავიხსენოთ, რომ ჩვენი წარსული ხელით ნაკვეთი ასოებით იწერებოდა. ქართული დამწერლობა კი მხოლოდ წარსული არაა, იგი ქართველი ერის იდენტობის კოდია, რომელიც მომავალშია გადასატანი. მომავალი კი ის მერვეკლასელი გოგო-ბიჭებიც არიან, რომლებმაც დიდი კრძალვით, სიყვარულით, მონდომებით გვაჩვენეს კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების გზა, რომლის ნაწილი ქართული კულტურაცაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება