სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშვიდობით, დაწყებითო სკოლა“ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი ღონისძიება 
17-06-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება - „მშვიდობით, დაწყებითო სკოლა“, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მიწვეული სტუმრები.

ღონისძიების მთავარი გმირები იყვნენ მე-4 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დიდი სიყვარულით და სითბოთი წარმოადგინეს მომზადებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. მათ შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და სიმბოლურად დაემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს -  გალინა კალმიკოვას.

მოსწავლეებმა გულწრფელი მადლიერების სიტყვებით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა მასწავლებლისადმი, რომელიც ამ წლების განმავლობაში დიდი მოთმინებითა და პროფესიონალიზმით უძღვებოდა მათ საგანმანათლებლო გზას. მადლობა მას არა მხოლოდ ბავშვებმა, არამედ მათმა მშობლებმაც გადაუხადეს - სიტყვებით, რომლებიც აღფრთოვანებითა და მადლიერებით იყო სავსე.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის სხვა მოსწავლეებმა მიულოცეს მე-4 კლასელებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება. გარემო სავსე იყო დადებითი ემოციებით, თბილი ურთიერთობებითა და მოლოდინით – მომავალზე, რომელიც წინ ელით ამ ნიჭიერ ბავშვებს.

ღონისძიება დასრულდა სურვილების გაცვლით, ბავშვებმა და პედაგოგებმა ერთმანეთს ბედნიერი საზაფხულო არდადეგები და დაუვიწყარი დასვენება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება