სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის ხერხემალი“ - თავდადებული პედაგოგის პორტრეტი - გაიცანით ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლორიტა ჭაავა
16-06-2025
-
+


აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - განათლებული ახალი თაობის აღზრდას, ღირსეულად ემსახურებიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში. 

სწორედ ასეთი პედაგოგია ლორიტა ჭაავა, რომელმაც წელს სადამრიგებული მე-4 კლასი გააცილა. მე-4 კლასის წარმატებით დასრულება კი მოსწავლეებს შთამბეჭდავი ღონისძიებით მიულოცა. 

„სკოლის კედლებში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გაკვეთილებს არ ატარებენ – ისინი ქმნიან სკოლას. ასეთია ჩვენი დაწყებითი კლასის მასწავლებელი, რომელმაც უკვე მერვე გამოშვება გააცილა დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით.

მის მიერ აღზრდილი კლასები განსაკუთრებული სითბოთი, ურთიერთგაგებითა და მეგობრულობით გამოირჩევიან – ეს მისი ადამიანური მიდგომისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა. მოსწავლეებთან არამარტო ცოდნას, არამედ ღირებულებებსაც თანაბრად გადასცემს – პატივისცემას, გულწრფელობას, თანაგრძნობას.

გარდა უშუალო საგნობრივი საქმიანობისა, ის არის ყველა სკოლური ღონისძიების მთავარი ავტორი და სულისჩამდგმელი. ზეიმები, სპექტაკლები, პროექტები – ყველაფერში იგრძნობა მისი იდეების სიხალვავე და დეტალებზე ზრუნვა.

სასწავლო პროცესში მისი ენერგია გადამდებია, ინოვაციური მიდგომებით მუდამ ცდილობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. სკოლის საზოგადოება მას არა მხოლოდ კოლეგად, არამედ ძალად, საყრდენად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, მასწავლებელს დამსახურებულად უწოდებენ სკოლის "ხერხემალს".

ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა უკვე შეუცვლელი ფიგურაა სასწავლო გარემოში. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი პროფესიული გზა კიდევ მრავალ წარმატებას მოუტანს როგორც მას, ისე სრულიად სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგის შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება