| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2024-2025 სასწავლო წელი.
აღსანიშნავია, მათემატიკური ვიქტორინა-თამაში - „ვინ იქნება გამარჯვებული“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მათემატიკის მასწავლებელი ნანა ქირია.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეეთა ცოდნის, შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარის წარმოჩნას, ცოდნის რეალიზებას. მოწაფეთა შემოქმედებითობის, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.
კლასი დაიყო ჯგუფებად თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი და კითხვის დასმა ხდებოდა პროექტორის საშუალებით, სადაც ჩანდა კითხვა და ღილაკის დაჭერის შემთხვევაში სწორი პასუხიც. წარმატებით იასპარეზა, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და ფინალში გავიდა ჯგუფი - „ძლიერები“.
გუნდში ირიცხებიან მოსწავლეები - ნუციკო შამათავა, გიორგი დუმბაძე, მარიამ ანთია და ელიზაბედ ესართია.
ვიქტორინის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.
სკოლის დირექცია „ძლიერებს“ კიდევ ერთხელ ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს მათემატიკურ თამაშში მონაწილეობისთვის და მადლობა უხდის საგნის მასწავლებელ ნანა ქირიას ასეთ საინტერესო პროექტისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა