| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ შუასურების, დიდივანისა და ხევის საჯარო სკოლები. ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით და მიზნად ისახავდა სკოლებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობას.
დღის განმავლობაში მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ითამაშეს სპექტაკლები, იმღერეს, იცეკვეს, ჩაერთვნენ სპორტულ შეჯიბრებებსა და სახალისო თამაშებში. აქტივობები გამორჩეული ენერგიით, შემოქმედებითობითა და მოსწავლეთა ჩართულობით წარიმართა.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღის ბოლოს, მონაწილე სკოლებს შორის გაფორმდა მეგობრობის მემორანდუმი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების საფუძველს შექმნის.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია მეგრელიშვილი, რომლის ინიციატივამ და შემოქმედებითმა მიდგომამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დღის წარმატებით ჩატარებაში.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა