| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლა სხვა სკოლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული TOLI - ოლგა ლენგიელის სახელობის ჰოლოკოსტის შესწავლისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტთან ერთად დაგეგმილ საგანმანათლებლო პროექტში.
პროექტთან და ჩატარებულ აქტივობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა:
TOli-ის მხარდაჭერითა და პარტნიორობით განხორცილებული საგრანტო პროექტების „ქართველი შინდლერები“( ხელმძღვანელი რუსუდან კარკაძე) და „ჰოლოკოსტი - მნიშვნელოვანი გაკვეთილი კაცობრიობისთვის” (ხელმძღვანელი ეკატერინე ნაროუშვილი) ფარგლებში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ქუთაისის N24 საჯარო სკოლა; ქუთაისის N3 საჯარო სკოლა და წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია; მოსწავლეთა მიერ მოხსენებების წარმოდგენა; სკოლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
მოსწავლეებმა წარმადგინეს შემდეგი თემები: „ჰოლოკოსტი - კაცობრიობის ისტორიაში ჩადენილი უდიდესი დანაშაული“; „ქართველი შინდლერები“; „ნიურნბერგის სასამართლო"; „ანტისემიტიზმის დღევანდელი გამოვლიბები“;„ებრაელები საქართველოში“. მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
სკოლის დირექციის სახელით კი მადლობას ვუხდით ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ სიმონ გიგაურს, კოლაბორაციისთვის. ასევე, მადლობა შეხვედრაში მონაწილე ყველა სკოლის წარმომადგენელს პროექტში ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა