სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აფხაზეთი საქართველოა!“​ - ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გრძელვადიანი პროექტი და ენგურის ხიდთან მოწყობილი პერფორმანსი 
16-06-2025
-
+


2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარებისთვის, სასწავლო წლის მანძილზე მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, ღონისძიებებითა თუ აქტივობებით.

მათ შორის წარმატებით დასრულდა პროექტი - „აფხაზეთი საქართველოა!“. გრძელვადიანი პროექტი სამ ეტაპად წარიმართა და მასზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგანში - „ჩვენი საქართველო“, პედაგოგ მაია ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს. 

პროექტში ჩართული იყვნენ მშობლები, თემის წარმომადგენლები, კლასის დამრიგებელი ნ. შალამბერიძე და სხვები.

პირველი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები მოწოდებით - „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით!“

მოსწავლეებმა ბროშურები დაარიგეს სკოლაში, თემის ადმინისტრაციაში, სამედიცინო პუნქტში, მოსახლეობაში.

მეორე აქტივობით სკოლის ბიბლიოთეკაში პრეზენტაციებით წარადგინეს აფხაზეთი, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი და მომზადებული პოსტერები გამოფინეს, შემდეგ ნახეს დოკუმენტური ფილმი სოხუმზე, მცირე ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსით დამსწრე საზოგადოება აფხაზეთში ამოგზაურეს. იქვე გაჩნდა სურვილი, წასულიყვნენ განმუხურში, ენგურის ხიდიდან ხმა მიეწვდინათ მოძმეთათვის და მცირე პერფორმანსით იქაც ხმამაღლა ეთქვათ - „აფხაზეთი საქართველოა !“. ასეც მოხდა სკოლის დირექტორის - ზურაბ თოდუას დახმარებით მოსწავლეები მასწავლებელთან, მშობლებთან, დამრიგებელთან ერთად გაემგზავრნენ ანაკლიაში. საოცარად ამაღელვებელი სანახაობა იყო ხიდთან - ფრიალებდა საქართველოს დროშები, ისმოდა ლექსი, სიმღერა, შეძახილები - „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“, „ჩვენ დავბრუნდებით!“, „აფხაზეთი საქართველოა!“,

„მიყვარხარ, სოხუმოოო - დავემშვიდობეთ სიამაყით, გულისწყვეტით მშობლიურ კუთხეს უახლოეს მომავალში დაბრუნების სურვილით. მადლობა პროექტის ავტორს მაია ფეიქრიშვილს, მეექვსე კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს, დამრიგებელს ნანა შალამბერიძეს, ნინო გორდულაძეს, დიტო ბუაძეს. უდიდესი მადლობა ყოველთვის მხარდამჭერსა და თანამოაზრეს ბ.ნ ზურაბ თოდუას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3,


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება