სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ქიმიის მოყვარულთა კვირეული ჩატარდა
16-06-2025
-
+


2024-2025 სასწავლო წლის ბოლო კვირა ფრიად დატვირთული და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული აღმოჩნდა ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ (კათედრის ხელმძღვანელი - დალი ბარათაშვილი) უამრავი საინტერესო აქტივობა განახორციელა. მათ შორის, ყველაზე აღსანიშნავი იყო პროექტი „პლანეტა თუ პლასტმასა - ბუნების ნორჩი ქომაგნი“, რომლის მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოება, რომელშიც სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები და თითქმის ყველა კლასი მონაწილეობდა, გაიმართა სკოლის ეზოში, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. 

პროექტი ინტეგრირებული იყო შსსმ მოსწავლეთა დღის ცენტრ „ორიონთან“ ერთად (ხელმძღვანელი - ჟანა ფერაძე).
პროექტი ეხმიანებოდა საერთო ევროპულ მიმდინარეობას „ახალგაზრდობა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“. კათედრამ გადაწყვიტა შეერჩია მდგრადი განვითარების მიზანი N16 „ოკეანისა და ზღვის რესურსების დაცვა“.

ოკეანის დაცვა პოლიმერული მასალებისგან, რომლებმაც ოკეანეში უკვე ლამის ახალი კონტინენტი წარმოქმნეს, ყველას მოვალეობაა, რადგან უდიდესია ოკეანის გავლენა კაცობრიობისთვის. ოკეანე არის პლანეტის ბუნებრივი კონდიციონერი, და მისი დაბინძურება პლასტმასით, და მით უმეტეს მიკრო პლასტიკით, გავლენას ახდენს ოკეანის თბოგამტარობაზე, ასევე იგი გავლენას ახდენს ცხოველებისა და მცენარეების სასიცოცხლო ციკლებზე და ნალექებზე. მოსწავლეებმა ნარჩენ პოლიმერული მასალებს მიანიჭეს მეორე სიცოცხლე, გააკეთეს ოკეანისა და ზღვის არსებები პლასტმასის და სხვადასხვა ნარჩენი მასალისგან, რითაც კიდევ ერთხელ მიიქციეს საზოგადოების ყურადღება ოკეანის დაბინძურების პრობლემისადმი.

კვირეულის ფარგლებში, ასევე მე-9 კლასმა (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) განახორციელა პროექტი „პლასტმასა მტერი თუ მეგობარი“, რომლის ერთ-ერთი აქტივობა იყო „ნუ გადაყრით პლასტმასის ნივთებს“.

მოსწავლეებმა პრეზენტაციები და თავიანთი ხელით შექმნილი მეორადი პლასტმასისგან დამზადებული ნივთები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც ამჟამად ქიმიის კაბინეტში ინახება, სამომავლოდ კი სკოლის ეზოში დაიდებს ბინას, იქ, სადაც ქიმიის მოყვარულთა სკვერის გახსნა იგეგმება.

იხილეთ აქტივობების ამსახველი ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება