სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოროჯალარის საჯარო სკოლამ ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა
13-06-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, შესაბამისად ბავშვთა დაცვის დღე სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების ორგანიზატორი იყო მოსწავლეთა საყვარელი მასწავლებელი, არეგნაზ მკრტჩიანი. მისი ძალისხმევით ღონისძიება გადაიქცა ფერადოვან, ზღაპრულ დღესასწაულად.

სკოლის ეზოში ბავშვებს მიესალმნენ საყვარელი მულტფილმების გმირები. ისინი ბავშვებს მიესალმნენ, მათთან ერთად იცეკვეს და უამრავი ფოტოებიც გადაიღეს. იყო ბევრი მუსიკა და დაუვიწყარი ემოციები. 

საზეიმო პროგრამის დროს სცენაზე ავიდა მხიარული და საყვარელი ჯამბაზიც, რომელმაც წარმოადგინა სხვადასხვა თამაში, თავსატეხი და სახალისო ნომრები.

ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ყველა აქტივობასა და კონკურსში. თუმცა ყველაზე უჩვეულო და მხიარული მომენტი მაშინ დადგა, როცა თამაშებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ. ისინი მონაწილეობდნენ სახალისო კონკურსებში, ბავშვები კი დიდი ოვაციებით გულშემატკივრობდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არეგნაზ მკრტჩიანის მიერ ორგანიზებულმა დღემ გაახარა არა მხოლოდ ბავშვები, არამედ შექმნა თბილი და სიყვარულით სავსე ატმოსფერო, სადაც თითოეული ბავშვი თავს გრძნობდა მნიშვნელოვანად და დაფასებულად. ასეთი დღეები დაუვიწყარია, რადგან ისინი სავსეა ნამდვილი ბავშვური ბედნიერებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება