| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ახლახან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის - „სარკმელი“, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და საინფორმაციო მედიაპლატფორმა „ჩემი მედიასახლის“, ორგანიზებით პროექტი - ფოტომარათონი „კადრის ფესტივალი 2025“ ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში გამართული ფოტომარათონის ფინალში, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ნომინაციაში ათი საუკეთესო მონაწილე გამოვლინდა და დაჯილდოვდა. მათ შორის იყვნენ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია მიქავა, ანანო თორდია და დიტო გობეჩია.
ფოტომარათონში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ფოტომოყვარულები სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონიდან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავს: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საინფორმაციო კომპანია „მედიასახლის“ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, ნიჭიერი ფოტოჟურნალისტის გამოვლენას, მოყვარული ფოტოგრაფების ფოტოგრაფიული ხელწერის განვითარებას, ახალგაზრდების მიერ პუბლიცისტური ფოტოჟანრების შესწავლას, ფოტოსიუჟეტის გააზრებას, ფოტოების ციფრული დამუშავების გამოცდილების მიღებას, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაბელურობას, ფოტოკადრების შერჩევის გამოცდილების შეძენას, ფოტოპრეზენტაციის გამართვის პრაქტიკას.
ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს - ანასტასია მიქავას, ანანო თორდიას და დიტო გობეჩიას მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის ზუგდიდის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა