| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ლალი მინდიაშვილის და მე-4 კლასის მოსწავლის - მათე ბარხუდარაშვილის დედის მარეხი ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, წარმატებული ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები წარდგნენ ორიგინალური სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებითა და მცირე იუმორისტული ნომრებით.
ამ საინტერესო ღონისძიებით მოსწავლეებმა შეაჯამეს საწყის კლასებში შეძენილი ცოდნა და წლები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების დაუვიწყარი მომენტები.
ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა გულწრფელი მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს - მაია კოშმატაშვილს, საკუთარ დამრიგებელს, მასწავლებლებსა და მშობლებს - ამ ოთხი წლის განმავლობაში მხარდაჭერისთვის, შთაგონებისთვის და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის.
ძვირფას დამრიგებელს კი დაჰპირდნენ, რომ დიდი მოტივაციითა და მზადყოფნით გააგრძელებენ თავიანთ სასწავლო გზას მეხუთე კლასში და ასეთივე შემართებით გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლის მშობელს - მარეხი ჩუბინიძეს მხარდაჭერისა და აქტიურობისათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა