| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში, პროექტის ფარგლებში, პედაგოგების - ნარინე ხეჩოიანისა და თინათინ გოზალიშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი იყო ნარჩენების გამოყენებით ახალი ნივთების, საყვავილეებისა და ქოთნების დამზადება და სკოლის შიდა და გარე გარემოს გალამაზება. მათ შექმნილ საყვავილეებსა და ქოთნებში ყვავილები დაითესება.
მოსწავლეებს დაევალათ, ძველი ნივთების კერძოდ - საბურავების, გამოყენებული, გადაყრილი პლასტმასის ნივთების შეგროვება. მათი დახმარებით მოსწავლეებმა ლამაზი საყვავილეები შექმნეს.
შეძენილი მავთულბადით და სხვადასხვა ფერის საღებავებით დამზადდა ასევე გარე დასადგმელი საყვავილეები. ბავშვებმა შეაგროვეს სხვადასხვა ფერის და ზომის ქვები და კენჭები და საინტერესო დეკორაციებიც ააწყვეს.
მოსწავლეებმა უკვე მოიმარაგეს ყვავილების თესლი და ნერგები და სკოლის ეზოს გალამაზებას ხალისით აგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა