სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 სკოლაში, აკაკი წერეთლის 185 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
13-06-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის, აკაკი წერეთლის 185 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განძის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ღონისძიება.

ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - კარინე ჰარუთიუნიანის  ხელმძღვანელობით, მერვე კლასის მოსწავლეებმა შთაგონებითა და გულწრფელი პატივისცემით წარმოთქვეს დიდი პოეტის ლექსები, შეასრულეს ყველასათვის საყვარელი, სულში ჩამწვდომი სიმღერა - „სულიკო“, რომელიც აკაკის შემოქმედების ერთგვარი სიმბოლოდ იქცა.

საღამო გაამდიდრა ქართული ხალხური ცეკვების ქორეოგრაფიულად შესრულებულმა ნომრებმა, ხოლო კულმინაცია იყო მინი თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ასახავდა აკაკი წერეთლის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს.

მოსწავლეთა გულწრფელი და ემოციური თამაში ნათლად ასახავდა მათ ღრმა ინტერესსა და სიყვარულს ქართული კულტურისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმართ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება იყო არა მხოლოდ შემოქმედებითი საღამო, არამედ სულიერი კავშირი წარსულთან - დიდი მწერლის ცხოვრებასა და იდეალებთან. საღამომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც სტუმრებზე, ისე მონაწილეებზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აკაკი წერეთლის ღვაწლის მნიშვნელობას თანამედროვე თაობის თვალში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება