სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა ნახატების ექსპოზიცია მოეწყო
13-06-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის -  ქეთი დევნოზაშვილის ძალისხმევით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეთა ნახატების ექსპოზიცია მოეწყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამოფენა, სადაც წარმოდგენილია პატარა ხელოვანების შემოქმედება არ არის უბრალოდ ნახატები, ეს არის ბავშვების უნიკალური ხედვა ბუნებისა და სხვადასხვა საგნების მიმართ, გადმოცემული დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითი თავისუფლებით.

ექსპოზიციაში შეხვდებით როგორც ფერად პეიზაჟებსა და შთამბეჭდავ ნატურმორტებს, ასევე მსოფლიო კლასიკოსების - ანრი მატისის, ვან გოგის, პაბლო პიკასოსა და ნიკო ფიროსმანის - ნამუშევრების ინტერპრეტაციებს, რომლებიც პატარა მხატვრებმა საკუთარ სტილში შეასრულეს.

„ფერთა თამაში, თამამი კომპოზიციები და უსაზღვრო ფანტაზია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელოვნებას ნამდვილად არ აქვს ასაკი.

ეს ნახატები გვამოგზაურებს როგორც რეალურ, ისე წარმოსახვით სამყაროში და იწვევს სიხარულისა და სილამაზის მძაფრ შეგრძნებას. თითოეულ ნამუშევარში ჩანს ბავშვების გულწრფელობა და უშუალობა, რაც გამოფენას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს გამოფენა აჩვენებს არა მხოლოდ მოსწავლეთა ნიჭს, არამედ გვახსენებს ხელოვნების ძალას, რომელიც შთააგონებს და აერთიანებს ადამიანებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება