| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს გაიმართა მეოთხე და მეექვსე კლასების მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიება, რომლითაც მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, მე-6 კლასელებმა კი საბაზო საფეხურზე გადასვლა აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე განსაკუთრებულია მათ ცხოვრებაში - დასრულდა მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი თავგადასავალი.
დამშვიდობების ემოციები, დამრიგებლის თბილი და ამაღელვებელი სიტყვა, საზეიმოდ გადაცემული წარმატების სერტიფიკატი და ბევრი სამახსოვრო ფოტო - ნამდვილად დიდხანს დარჩება მოსწავლეთა მეხსიერებაში. ასევე, აღინიშნა მე-6 კლასელების გზა საბაზო საფეხურისკენ.
ისინი უკვე მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ახალი მიზნებისთვის და ახალი წარმატებისთვის. პედაგოგებმა მათ წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ ცოდნის მიღება.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა - ეკა კანთელაძემ გაუწია.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა