| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
„ჩვენი პირველი თავი დასრულდა, ახალა იწყება ახალი“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და მე-4 კლასის წარმატებით დასრულება იზეიმეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშა მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების პირველი დღე, საგაკვეთილო კურიოზები, წარმოადგინეს დადგმები, საცეკვაო ნომრები, სიმღერები.
დამრიგებელმა, ფატი რაზმაძემ ოთხივე მოსწავლეს 4 კლასის წარმატებით დაძლევისათვის სიგელები და სამახსოვრო ბარათები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დამრიგებელმა მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„წარმატებული სასკოლო მომავალი!“- ამ სიტყვებით დაულოცა გზა პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს და უსურვა თავისი სწავლით ასახელონ როგორც მასწავლებელი, ასევე მშობლები და სკოლა.
სკოლაში დიდ მადლობას უხდიან კლასის დამრიგებელს - ფატი რაზმაძეს ღონისძიების ორგანიზებისთვის ასევე, - იამზე პაქსაძეს ლამაზი საცეკვაო ნომრების მომზადებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა