| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N219 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნანა ქაცანაშვილის ხელმძღვანელობითა და მუსიკის მასწავლებელ ნათია კალანდაძის დახმარებით, სასწავლო წლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავი შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს.
ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები, აღფრთოვანებულმა დამსწრე საზოგადოებამ კი აპლოდისმენტები არ დაიშურა.
კლასის დამრიგებელმა - შალვა ხუციშვილმა ყველა მოსწავლეს გადასცა სიგელი, კლასის წარმატებით დაძლევისთვის.
პედაგოგებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ ცოდნის მიღება.
„გილოცავთ, ბავშვებო, მეოთხე კლასის დასრულებას! წარმატებებს გისურვებთ მომდევნო სასწავლო წელს!“,- ამ სიტყვებით დაულოცეს გზა მე-4 კლასელებს პედაგოგებმა და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა