| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის ექიმმა, ნანა ჯიჯიხიამ მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზენტაცია თემაზე - „პირველადი დახმარება“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციის მიზანია მოსწავლეებმა იცოდნენ პირველადი დახმარების წესები.
მოსწავლეებმა ისწავლეს ძირითადი წესები, როგორიცაა:
1. შეაფასე სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით - არ მიუახლოვდე, თუ შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
2. შეამოწმე დაშავებულის მდგომარეობა - სუნთქვა, გონებაზე ყოფნა, სისხლდენა.
3. გამოიძახე სასწრაფო დახმარება - დარეკე 112-ზე (საქართველოში).
1. დარეკე სასწრაფოში;
2. დაიწყე CPR (გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა):
30 კომპრესია გულმკერდზე (სიღრმე დაახლოებით 5 სმ, სიჩქარე 100–120 წთ).
2 ჩაბერვა პირში, გაიმეორე მანამ, სანამ პროფესიონალი დახმარება მოვა ან დაზარალებული არ აღიდგენს სუნთქვას.
მოსწავლეები აქტიურად ჩართნენ პრეზენტაციაში და ექიმისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და სიმულაციური თამაშებიც შეასრულეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა