| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.
მათ შორისაა, VIII კლასის მოსწავლე თეკლე გორდაძე, რომელმაც ლეილა მესხის სახელობის VIII მუნიციპალურ ლიტერატურულ კონკურსში - „ფიქრის კრიალოსანი“ I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ქუტირის საჯარო სკოლა ულოცავს VIII კლასის მოსწავლეს - თეკლე გორდაძეს, ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ლეილა მესხის სახელობის მოსწავლეთა VIII მუნიციპალურ ლიტერატურულ კონკურსში - „ფიქრის კრიალოსანი“ I ხარისხის დიპლომით დაჯილდოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა