სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბელი გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებულია 
11-06-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მრავალფეროვან ეკოაქტივობებს ახორციელებენ და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებაში არიან ჩართულნი. 

ახლახან, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტში - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“. 

პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა მე-9 კლასის მოსწავლემ ნინო ფერაძემ, რომელიც ეკოკლუბის ხელმძღვანელ ნინო გაბადაძესთან ერთად, 3, 4 ივნისს მიწვეული იყო დაჯილდოვებაზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შენობაში.

მოეწყო ლაგოდეხის ნაკრძალის საფეხმავლო ტურისტული ბილიკით დათვალიერება, რაც დასრულდა საზეიმო ბანკეტით. პროექტს ხელმძღვანელობდა იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ებრალიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება