სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სწავლისა და შემოქმედების შთამბეჭდავი შეჯამება - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-3 კლასელთა ღონისძიება 
11-06-2025
-
+


სასწავლო წლის მიწურულს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში არაერთი შემაჯამებელი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, მე- 3 კლასელებმა წარმოადგინეს ღონისძიება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული.

ეს წარდგენა იყო, მთელი წლის შრომის, სწავლისა და შემოქმედების შთამბეჭდავი შეჯამება, რომლის სულისჩამდგმელიც ლეილა თვალაბეიშვილი გახლდათ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ქართული ენის სირთულეები და სილამაზე, განსაკუთრებული აქცენტი კი ზმნის პირიანობაზე გაკეთდა. ამ თემის საილუსტრაციოდ მათ ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გაიხსენეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბარბარიზმების საკითხს, რაზეც მოსწავლეებმა ნიკო გომელაურის ლექსით, „შოფერი“ „მატორი“ „პაკრიშა“ „ლიჟები“ საბა და ილია -„იმენა “ გიჟები“, ირონიული, მაგრამ იმავდროულად, დამაფიქრებელი კუთხით ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნების აუცილებლობასა და იმ საფრთხეებს, რასაც უცხო სიტყვების უმართებულო გამოყენება წარმოადგენს. ამ კონტექსტში გაჟღერდა მართლაც ღრმა და მნიშვნელოვანი აზრი: „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ, მაგრამ არავის მივცემთ ჩვენი ენის დაბინძურების უფლებას. „გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოო“ ეს არ უნდა დავუშვათ. ენა საღმრთო რამაა, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.“

ღონისძიება კიდევ უფრო გამდიდრდა ინგლისური ენის მასწავლებლის - ელენე მიროტაძის დამსახურებით, მოსწავლეებმა შექსპირის სონეტები ორიგინალში წაიკითხეს. ინგლისელი დრამატურგის შემოქმედების გაცოცხლებით თავი მოიწონეს და დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს.

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების საშუალებით, ყურადღება გამახვილდა ისეთ მანკიერ მხარეებზე, როგორებიცაა დაყვედრება, უმადურობა და სიყალბე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლასიკური ლიტერატურის აქტუალურობასა და საგანმანათლებლო ღირებულებას.

ღონისძიება ნოდარ დუმბაძის კიდევ ერთი შესანიშნავი ციტატით - „მაინც რა არის სამშობლო?!“ დასრულდა, რამაც დამსწრე საზოგადოება სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებაზე დააფიქრა.

წარმოდგენა მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა, ნინო ბიბილურმა, რომელმაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. კულისებში კი თამრ თაქთაქიშვილი ახდენდა გამომსვლელთა მობილიზაციას.

„დავასრულეთ მესამე კლასი და უკვე მეოთხეკლასელები გვქვია“- სწორედ ასე დავიწყეთ ჩვენი ღონისძიება, ქართული ენისა და ლიტერატურის ერთობლიობით. სპექტაკლს ვერ დავარქმევ, უბრალოდ, ჩვენი მთელი წლის შრომის შეჯამება გამოგვივიდა. ზმნის პირიანობაზე ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" გავიხსენეთ. მოვეფერეთ „ხმათა ხავერდრბის და ღმერთების ენას" ვიმსჯელეთ ბარბარიზმებზე, რომელიც ნიკო გომელაურის ლექსით დავასრულეთ „შოფერი" „მატორი" „პაკრიშა" „ლიჟები" საბა და ილია -„იმენა“ გიჟები.

კარგად ვიცით, რომ რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ, მაგრამ არავის მივცემთ ჩვენი ენის დაბინძურების უფლებას. „გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოო“ ეს არ უნდა დავუშვათ. ენა საღმრთო რამაა, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.

თავი მოიწონეს ელენე მიროტაძის დამსახურებით, რომ ორიგინალში შეუძლიათ შექსპირის სონეტების წაკითხვა.

ვისაუბრეთ სულხან-საბაზე და იგავ-არაკების საშუალებით იმ მანკიერ მხარეზე გავამახვილეთ ყურადღება, რასაც დაყვედრება, უმადურობა და სიყალბე ჰქვია.

ბოლოს ნოდარ დუმბაძის - „მაინც რა არის სამშობლოთი?!“ დავასრულეთ. ღონისძიებას მუსიკალურად, ჩვენი საოცარი, ნინო ბიბილური გვილამაზებდა. კულისებში კი თამარ თაქთაქიშვილი გვიმაგრებდა ზურგს.

ეს ღონისძიება ნამდვილად იყო არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ემოციურიც, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ენის, ლიტერატურისა და კულტურის სიყვარული და დაფასება მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნავს ღონისძიების სცენარის ავტორი და სულისჩამდგმელი ლეილა თვალაბეიშვილი და დიდ მადლობას უხდის დირექტორს - ლალი მელივას გაწეული მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება