სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარის N1 საჯარო სკოლაში პროექტი „რჩქინელი“ წარმატებით დასრულდა
11-06-2025
-
+


ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის, ინტელექტის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებისკენ მიმართული პროექტი „რჩქინელი“ მესამე ეტაპით დასრულდა.

„სამყაროში, სადაც ინფორმაციის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ყველაზე დიდი განძი არის არა თავად ინფორმაცია, არამედ მისი შეფასების, გაანალიზებისა და ახალი ცოდნის შექმნის უნარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  პროექტის მესამე ეტაპზე გადასულმა 18 მოსწავლემ თავიანთ ნამუშევრებში გამოავლინა არაჩვეულებრივი ცოდნა და უნარები.

მესამე ტურის სამივე რაუნდი იყო საინტერესო, განსხვავებული და ამოწმებდა მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედობითობას და თანამშრომლობის უნარებს. პირველი და მეორე რაუნდი მოიცავდა წერით დავალებებს, სადაც მოზარდებმა გვაჩვენეს ფართო აზროვნება და პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გზები. მესამე რაუნდში მოსწავლეებმა როლური თამაშებით შემოქმედებითად წარმოაჩინეს ბულინგის პრობლემა და მისი გადაჭრის გზები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ერთ-ერთი ჯგუფის დავალება: „წერილი მომავალ შვილს“.

პროექტმა გამოავლინა 5 მოსწავლე, რომლებიც განსაკუთრებული კრეატიულობით, კრიტიკული აზროვნებითა და პრობლემების გადაჭრის ინოვაციური იდეებით გამოირჩეოდნენ. 

სკოლის რჩეული და ყველაზე „რჩქინელი“ მოსწავლე გახდა ნინია ციმინტია - პირველი ადგილი

ანანო ღვინჯილია - მეორე ადგილი

საბა ფაცაცია - მეორე ადგილი

იულია შაკირზიანოვა - მეორე ადგილი

ანდრია ჭანტურია - მესამე ადგილი

ნინია ციმინტიას განსაკუთრებული საჩუქარი - „ვეფხისტყაოსანი“ უსახსოვრა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მარინე კვარაცხელიამ, რისთვისაც მას სკოლაში მადლობას უხდიან. დანარჩენი ოთხი გამარჯვებული მოსწავლე კი სკოლის დირექციამ დაასაჩუქრა წიგნებითა და მცირედი საჩუქრებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები.

 „მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროექტით დაინტერესებისათვის, მადლობა სკოლის დირექტორს იზოლდა ჭიჭინაძეს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

მადლობა ყველა მონაწილეს, თქვენი მონდომება, შემართება და ცნობისმოყვარეობა არის ის, რაც ჩვენს სკოლას ასე განსაკუთრებულს ხდის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება