| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით - „ტური ლონდონის გარშემო“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კომპიუტერეული ტექნოლოგიებს დახმარებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საკულტო ქალაქში - ლონდონში იმოგზაურეს.
მათ ვირტუალურად დაათვალიერეს ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა - ბიგ ბენი, თაუერის ხიდი, ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი და სხვა. მოსწავლეებმა შექმნეს ლამაზი პოსტერები და პრეზენტაციები, ასევე დაწერეს მოკლე პოსტები ინგლისურ ენაზე, გააზიარეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც გაეცნენ ქალაქის შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაში, კულტურული ცნობიერების ამაღლებაში და ვირტუალური მოგზაურობისა და აღმოჩენების სიხარულის განცდაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა