| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის ხელმძღვანელთან, ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორთან, დეკანოზ გიორგი გუგუშვილთან.
მოწვეულმა სტუმარმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „წმინდა წერილის წიგნთა ქართული თარგმანები და რედაქციები“. შეხვედრას ესწრებოდნენ გიმნაზიის მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ლექციის განმავლობაში დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ და როდის მოხდა ბიბლიური წიგნების ქართულად თარგმნა, რა როლი ითამაშეს სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქართველი ღვთისმეტყველები და მთარგმნელები და რა ტენდენციებია ბიბლეისტიკაში დღევანდელობაში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული თარგმანების სიზუსტესა და ღირებულებაზე, რაც ჩვენს კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფენომენად მიიჩნევა.
მოსწავლეებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ დასვეს საინტერესო შეკითხვები, რომლებზეც დეკანოზმა ვრცლად და ამომწურავად უპასუხა. შეკითხვები შეეხებოდა როგორც წმინდა წერილის შინაარსობრივ საკითხებს, ასევე ბიბლიური ტექსტების პრაქტიკულ გაგებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი როლის გააზრებას.
ლექციის დასრულების შემდეგ დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს და მსურველებთან ერთად სამახსოვრო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას