| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
„შენ უბრალო მიწა კი არა, დედა ხარ ჩვენი! “- ამ სიტყვებით დაიწყეს მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საღამო, რომელიც ქართველი დიდებული მწერლის, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრის, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერის - ოტია იოსელიანის ხსოვნას მიუძღვნეს.
საღამოს ორგანიზება გაუწია სკოლის ბიბლიოთეკარმა - თამარ სვანიძემ. მოსწავლეებმა მინი სპექტაკლი გაითამაშეს - „დედამიწის ზღაპრის“ მიხედვით . საღამოზე გაიხსენეს საყვარელი მწერალი, მისი ბიოგრაფია და შემოქმედება.
დასასრულს კი სტუმრებთან ერთად უყურეს „დაჩის ზღაპრებიდან“ ერთ-ერთ ანიმაციას „დედის ზღაპარი“.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„გმადლობთ ამ დაუვიწყარი წუთებისთვის ქალბატონ თამარ სვანიძესა და მეექვსეკლასელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგის შემოქმედებითობა და მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა