| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას.
პედაგოგები - თათია მხეიძე, მაია ხელაძე, გიორგი დანელია და ჯუბა თომაძე, დირექტორის - ლალი მელივას წარდგინებით 5-7 ივნისს, ფონდ „ლაზარეს“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგს - „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში“, დაესწრნენ.
ტრენინგი ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.
სამდღიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, პედაგოგებისთვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გადაცემა, რათა სკოლა გახდეს ადგილი, სადაც მშვიდობის კულტურა ბუნებრივად ყალიბდება და ყოველდღიური სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია, განევითარებინათ უნარები, დაესვათ მნიშვნელოვანი კითხვები, მოესმინათ ერთმანეთისთვის და ჩამოეყალიბებინათ ახალი ხედვები.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში გვეუბნებიან, ეს ტრენინგი არ არის ერთჯერადი აქტივობა. ის ფონდ „ლაზარეს“ მრავალწლიანი შრომის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში სამშვიდობო განათლების განვითარება და მისი სასწავლო სივრცეში დანერგვაა. ამ პროცესს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მასწავლებელი უერთდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობიანი მომავლის შენებას.
ტრენინგი პროექტის -„ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ის მხარდაჭერით იმართება.
„მსგავს ტრენინგებსა და პროექტებში მასწავლებლების აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს ჩვენს სკოლაში მშვიდობიანი და ჰარმონიული გარემოს შექმნას!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას