სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკინდორის საჯარო სკოლაში მსოფლიო გარემოს დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
09-06-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლამ აქტიურად და შემოქმედებითად აღნიშნა მსოფლიო გარემოს დაცვის დღე, რომელიც ყოველწლიურად გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგის დიანა ბიწაძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს: გარემოსდაცვითი მაკეტი, რომელიც ბუნებრივი გარემოს დაცვის საჭიროებებს გამოხატავდა; პრეზენტაციები, სადაც განხილული იყო ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; მოხატული მაისურები თემატური სლოგანებითა და ნახატებით; სკეჩი და ვიდეორგოლი, რომლებიც შთამბეჭდავად გადმოსცემდა ეკოლოგიური ცნობიერების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.

ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებს შორის გაიმართა ეკოქვიზი, რომელშიც ეკოლოგიური თემების ირგვლივ ინტელექტუალური კონკურენცია შედგა. გამოვლინდნენ „ეკო-მეგობრული მასწავლებლები და მოსწავლეები“, რომლებსაც სკოლის დირექციამ სიმბოლური ჯილდოები გადასცა.

სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, მოსწავლეები, წახალისდნენ სერტიფიკატებით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს შრომისა და მოტივაციისთვის და აღნიშნავს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკო-მხედველობის ფორმირებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ვიდეო:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება