სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერთი მასწავლებელი - ერთი მოსწავლე - რეხის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა პედაგოგსა და მეოთხეკლასელს
09-06-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, რეხის საჯარო სკოლა ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, ხოლო მე-4 კლასის დასრულებისას, საოცარი ემოციებით ეთხოვებიან პირველ მასწავლებელს. 

2024-2025 სასწავლო წელს რეხის საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი მეოთხეკლასელი ემშვიდობება პირველ მასწავლებელს, რასაც დირექტორი, ნინო ლომაშვილი ემოციურ წერილს უძღვნის:

„1 / 1 საუკეთესო მასწავლებლები იმით განსხვავდებიან სხვებისგან, რომ მხოლოდ გაკვეთილებს არ ატარებენ - ისინი ცხოვრების გაკვეთილებს გვასწავლიან. სწორედ ასეთი ადამიანია ნინო მამიჯანაშვილი.

ნინო არ არის მხოლოდ პედაგოგი - ის არის შთაგონება, მეგობარი და ადამიანი, ვინც გულწრფელად ზრუნავს ყოველ მოსწავლეზე. მისი პროფესიონალიზმი და ცოდნა გაკვეთილებს საინტერესოსა და შთამბეჭდავს ხდის, ხოლო მისი ადამიანური თვისებები - სითბო, ყურადღება და მოთმინება - მას განსაკუთრებულ პიროვნებად აყალიბებს.

ნინო მასწავლებელი ყოველთვის მზად არის, მოუსმინოს, გაამხნევოს და მხარში დაუდგეს თითოეულ მოსწავლეს.

დიდი მადლობა ნინოს ყველაფრისთვის - ცოდნისთვის, სიყვარულისთვის და იმ განსაკუთრებული ენერგიისთვის, რასაც მასში ვხედავთ და ვგრძნობთ ყოველდღე.

ნინო ყოველთვის გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და სითბოთი, მაგრამ მისი სიყვარულით გაჯერებული დამოკიდებულება მეოთხე კლასელი ნიკოლოზ მინაძის მიმართ მართლაც გამორჩეული იყო.

ნიკოლოზისთვის ტკბილ მოგონებად დარჩება არა მხოლოდ ოთხი წლის სასწავლო გზა, არამედ ის განსაკუთრებული მომენტი, რომელიც ნინო მასწავლებელმა მასთან დამშვიდობებისას მოაწყო. სიყვარულითა და თბილი ემოციებით სავსე გამოსამშვიდობებელი დღე იყო. მათ ერთად იმოგზაურეს წალკის ულამაზეს კანიონზე, „კას ლენდზე“, სადაც გამართეს ფოტოსესია, რომელიც სამახსოვროდ დარჩება როგორც ნიკოლოზს, ასევე მის მასწავლებელს.

ეს დღე იყო არა უბრალოდ გასვლა ბუნებაში - ეს იყო მადლობის, სიყვარულის, პატივისცემისა და დაუვიწყარი მოგონებების დღე. ნინო მასწავლებელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისთვის თითოეული მოსწავლე უნიკალურია და რომ მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია - ეს არის მოწოდება, გული და თავგანწირვა.

ნიკოლოზ მინაძეს წინ დიდი გზა აქვს, მაგრამ ის მუდამ თან გაიყოლებს იმ სითბოს, რომელიც ნინო მასწავლებელმა მას გაატანა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება