სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექცია ამაყობს საგანმანათლებლო პროექტში მიღწეული წარმატებებით
06-06-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სიამაყით აცხადებს, რომ პროექტში „STEAM განათლება“ პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და მისალოც ტექსტს აქვეყნებენ:

„ვულოცავთ წარმატებას, ვარდისუბნის საჯარო სკოლას! 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლას გულწრფელად ვულოცავთ პროექტში „STEAM განათლება“ პირველი ეტაპის წარმატებით გავლას და შემდეგ ეტაპზე გადასვლას! 

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სკოლის ხელმძღვანელის მხარდაჭერას, პედაგოგების პროფესიონალიზმს, სიახლეებისადმი ღიაობასა და განვითარებისკენ სწრაფვას.

პროექტის ფარგლებში, ყველა წარდგენილ მასწავლებელს მიეცემა შესაძლებლობა, გაიაროს ონლაინ კურსები, დაესწროს ვებინარებს და მიიღოს ცოდნა თანამედროვე STEAM განათლების მიდგომებზე.

საბოლოოდ კი, საუკეთესო 200 მასწავლებელი გაივლის ტესტირებას და შეირჩევა ბანაკისთვის, რომელიც განათლების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.

ბანაკში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტეგრირებულ სწავლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით.

 ვულოცავთ სკოლას, მოსწავლეებს, პედაგოგებს და სრულიად საზოგადოებას ამ დიდ წარმატებას!
ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია — გზა განათლებისა და ინოვაციისკენ!“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება