სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 სკოლაში, კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა
06-06-2025
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეექვსეა და ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტი - „დედამიწის კლიმატური სარტყელების ორგანული სამყარო“. 

პროექტის მიზანი იყო დედამიწის კლიმატური სარტყელების ძირითადი ტიპების - ეკვატორული, ტროპიკული, ზომიერი, არქტიკული და ანტარქტიკული - შესწავლა; თითოეულ კონტინენტზე სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში, გავრცელებული მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის მიმოხილვა.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებლები - მედეა ტატიშვილი და მარინა ასლანიშვილი.

მოსწავლეთა წარმოდგენილი ნამუშევრები იყო საინტერესო და მრავლისმომცველი ინფორმაციით დატვირთული. მე-6 კლასელებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ საკითხის შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს მომავალ პროექტებში“,- აღნიშნავენ პედაგოგები და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება