| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად, ჰუმანურობას, კაცთმოყვარეობასა და ტოლერანტობას ასწავლიან.
„განსხვავებული, მაგრამ მშვენიერი“ - სწორედ ამ სლოგანით შეისწავლეს თემა - „ტოლერანტობა“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა. პედაგოგმა, ვარა გალიბინმა მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩართო, მათ შორის მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ აქტივობებს - „მრავალფეროვანი ხელები“ და „კეთილი სიტყვების ქილა“.
„ქილაში“ ბავშვებმა ყოველ დღე უნდა მოათავსონ ერთმანეთის მისამართით დაწერილი ერთი კეთილი სიტყვა. კვირის ბოლოს კი მოსწავლეები ქილას გახსნიან და მოგროვილ სიტყვებს წაიკითხავენ.
ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს ასწავლის ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობასა და ტოლერანტობას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა