სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაქირის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ლამაზი და ფერადი დღესასწაული მოუწყო
06-06-2025
-
+


ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ლამაზი და ფერადი დღესასწაული მოეწყო. ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა და მასში მე-2-მე-11 კლასების მოსწავლეებ​ი მონაწილეობდნენ. 

ეს დღე სკოლაში შთამბეჭდავად აღინიშნა, მოსწავლეებმა ბევრი იცინეს, იმხიარულეს და ერთმანეთს 1-ელი ივნისი დიდი სიყვარულით მიულოცეს.

მოსწავლეებმა ამ დღის არსიც გაიაზრეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დაარსების ისტორიას გაეცნენ და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება