| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა ფუნქციები და ვალდებულებები აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრს - აღნიშნულ საკითხს ოფიციალური დოკუმენტი არეგულირებს და მათ შორისაა მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება, მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება...
გაეცანით ცენტრის ფუნქციებს:
• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების პროექტების შექმნა და განვითარება;
• საჯარო სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;
• მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
• მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მომზადება;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვაკანსიების რეგისტრაცია;
• მასწავლებელთა პროფესიული მომზადების და განვითარების პროგრამების შესამუშავებლად რეკომენდაციების მომზადება;
• მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციების მომზადება;
• სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციებისა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების წინადადებების შეთავაზება;
• სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიმართვის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფების კვლევის განხორციელება და პროფესიული განვითარების გეგმის მომზადება;
• ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო კონკურსების ორგანიზება და გრანტების გაცემა;
• სწავლა-სწავლების პროცესში დისტანციური სწავლების განხორციელების გზით განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების სწავლა/სწავლების ხელშეწყობა;
• ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მათ, შორის სერტიფიცირება;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიზნით, პროფესიულ-ტექნიკური ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
• ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები
ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა