სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენს საზოგადოებას დღეს სიყვარულის ნაკლებობა აქვს“ - ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი
05-06-2025
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლი თედო ტაკიძე გვეუბნება მასწავლებლობა ფრიად საპასუხისმგებლო პროფესიაა და ამის დასადასტურებლად ჩილელი პოეტის სიტყვები მოჰყას: „გახსოვდეს შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია“. როგორც ბლიც ინტერვიუში გვეუბნება მომავალში ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირს ვერაფერი ჩაანაცვლებს.        

მისივე თქმით, დღევანდელი საზოგადოება სიყვარულის ნაკლებობას განიცდის, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ მასწავლებლებმა მოსწავლეებს დაანახონ ემპათიურობა, სამართლიანობა და გულწრფელობა... იხილეთ პედაგოგის შეხედულებები სხვდასხვა მნიშვნელოვან საკითებთან დაკავშირებით.

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია....

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია, რომ ვიყოთ გულწრფელები, სამართლიანები და ემპათიურები ურთიერთობებში.    

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-განათლება მნიშვნელოვანაია, რადგან ის სოციალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, განათლება აყალიბებს ადამინს სრულფასოვან პიროვნებად.

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

 -საშინაო დავალება უნდა იყოს თითოეულ მოსწავლეზე  საჭიროებისამებრ მორგებული. ზოგს განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ზოგი დააფიქროს პასუხისმგებლობის უნარის მნიშვნელობაზე, ზოგსაც კი ასწავლოს დროის მენეჯმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს.

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-ცნობილი ჩილელი პოეტი და პედაგოგი გაბრიელა მისტრალი „მასწავლებლის 10 მცნებაში“ წერს: „გახსოვდეს შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია“,- ამ ცნებას სასკოლო ცხოვრების წესად განვსაზღვრავდი.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-ის იყო მათემატიკა. სწორედ ამ საგნის სიყვარულმა განსაზღვრა ჩემი საბაკალავრო სპეციალობა, თავად საგნის სიყვარული კი ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანა დოლიძემ. მათემატიკის ერთი გაკვეთილი ცხოვრების ერთი გაკვეთილი იყო, სადაც ვსწავლობდით მათემატიკის, დისციპლინისა და სიყვარულის ფორმულებს.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- ალბათ ნოდარ დუმბაძეს, კაცს, რომლის სიცოცხლე თავიდან ბოლომდე სიყვარულითა და კაცთმოყვარეობით იყო გაჟღენთილი. ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას დღეს სიყვარულის ნაკლებობა აქვს. ნოდარი, რომ დღესაც გვყოლოდა, ვფიქრობ მეტად შევიყვარებდით ერთმანეთს, მეტად დავფიქრდებოდით იმაზე, რომ ადამიანს ერთადერთ საგზლად მარადიულობისაკენ სიყვარული მიაქვს.

 -როგორი წარმოგიდგენია მომავლის სკოლა...

-ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიცვლება, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი შეეცდება თვის დამკვიდრებას, მაგრამ მასწავლებელსა და მოსწავლეს ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. მომავლის სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლები ერთად შეთანხმდებიან პრობლემურ  საკითხებზე, გაცვლიან იდეებს და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება