სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხელოვნების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
05-06-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ხელოვნების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ საპატიო ჩოხატაურელები — ადამიანები, რომლებმაც გამორჩეული კვალი დატოვეს ქვეყნისა და საკუთარი რეგიონის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში:

• ელისო ბოლქვაძე — მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, კულტურის დესპანი და მშვიდობის არტისტი.

• ქეთევან დუმბაძე — ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, ტელე და კულტურული პროექტების ავტორი, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი.

• გია ჩხიკვიშვილი — ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ადამიანი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ჩოხატაურის გიმნაზიას და ათწლეულების განმავლობაში თავდადებით ემსახურა განათლებას.

მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დღეს ასევე დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების მაგალითით გვასწავლეს ღირსება, შრომა და ერთგულება:

რუსუდან ბერიშვილი; ლევან მეგრელიშვილი; გოჩა ჯინჭარაძე; ვასილ ბუბუტეიშვილი; სულიკო კალანდაძე; დეზდემონა ლომინეიშვილი; ლილი ჩხაიძე; ავთანდილ მახარაძე; ელგუჯა მგელაძე; ქეთევან მინდაძე.

ღონისძიება გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება