სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვერცხლის მედლის კანდიდატები ოქროსმედალოსნები ხდებიან - ცვლილება წარჩინებულ მოსწავლეებს ეხება
04-06-2025
-
+


მოსწავლეები, რომლებიც ელექტრონულ ჟურნალში ვერცხლის მედლის კანდიდატებად ფიქსირდებობდნენ, ახლა შესაძლოა ოქროსმედალოსნები გახდნენ. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტავს, აღნიშნული საფეხურის ქულის დათვლის ლოგიკის ცვლილებამ განაპირობა:

„საფეხურის საშუალო ქულის დათვლის ლოგიკას, რაც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტით:

საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე, რომელიც მრგვალდება მეათედის სიზუსტით. საგნის საფეხურის ქულა კი 2024-2025 სასწავლო წლის საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულებისათვის გამოითვლება საფეხურის განმავლობაში (X, XI და XII კლასები) თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკულით, რომელიც მრგვალდება მთელის სიზუსტით.

ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10“.

ეს კი ნიშნავს, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვერცხლის მედალზე 9.9 ქულებით გადიოდნენ, ახლა ოქროს მედლებს მიიღებენ.

აქამდე, ვერცხლის მედლისთვის მოსწავლეს უნდა ჰქონოდა 9.8-დან 10 ქულამდე, თუმცა ახლა, როგორც etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, ვერცხლის მედლის მისაღებად საჭიროა 9.7-9.8 ქულები, ხოლო 9.9 ქულის შემთხვევაში მოსწავლეები ოქროს მედალზე გავლენ.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება