| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
27 მაისს, საგნობრივი ჩემპიონატი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებით შეუერთდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დემეტრე მებონია. მოსწავლემ ოლიმპიადაში საამაყო შედეგი აჩვენა და ქართული ენისა და ლიტერატურის ონლაინ ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.
ჩემპიონატის ფარგლებში, ქართული ენა/ლიტერატურის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები უკვე ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა