| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.
ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ხაჩკოვის საჯარო სკოლა ორიგინალური ღონისძიებით შეუერთდა - მე-2 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წარმოადგინეს მცირე სპექტაკლი „ზარმაცი გიგო და თხა“ და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ბილინგურის მასწავლებელი - ინა მანასიანი.
ინფორმაციისთვის: 1-ელი ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა