სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გარემოს დაცვა და წიგნის სიყვარული - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ფურცლის წარმოების პროცესს გაეცნენ
04-06-2025
-
+


გარემოს დაცვა და წიგნის სიყვარული - ეს ის თემებია, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში გამართულმა პრეზენტაციამ გააერთიანა.

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ფიქრია კიკვიძემ და ბუნების მასწავლებელმა, ნათია ხუჭუამ, IIIა და IIIბ კლასების მოსწავლეებს, დამრიგებლების - ლია ინჯიასა და თამარ თაქთაქიშვილის თანხლებით, შესთავაზეს საინტერესო მოგზაურობა ცოდნის სამყაროში.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გაეცნო ფურცლის წარმოების პროცესი და ამით ხაზი გაესვა გარემოს დაცვის მნიშვნელობას. ბავშვებმა შეიტყვეს ძველი დამწერლობის ნიმუშების შესახებ – როგორ წერდნენ მიწაზე, ქვაზე, თიხაზე და შემდეგ, რა აუცილებლობა მოიტანა პაპირუსის ხისგან ქაღალდის დამზადებამ. ისინი გაეცნენ ხისგან ქაღალდის დამზადების რთულ პროცესს და ისაუბრეს იმაზეც, თუ რას გვაძლევს ხე წარმოების გარდა და რა საშიშროება მოჰყვება ტყეების განადგურებას. ხაზი გაესვა, თუ რამდენად აუცილებელია ყოველ მოჭრილ ხის ადგილას ახლის დარგვა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საუბარი მეორადი გადამუშავების აუცილებლობაზე, რათა არ მოხდეს იმდენი ხის მოჭრა. პედაგოგ ნათია ხუჭუას ინიციატივით, მოსწავლეებმა მაკულატურა შეაგროვეს და გადამუშავების შედეგად მიიღეს ახალი ფურცელი, რომელიც ლამაზი დეკორაციის სახით იყო წარმოდგენილი. ეს იყო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ გარემოს გადარჩენაში.

მოსწავლეებმა ასევე გაიგეს, სად დამზადდა პირველი ფურცელი და მისი შექმნის ისტორია, გაეცნენ ქართულ რარიტეტულ წიგნებს და შეიტყვეს, საქართველოს რომელ რეგიონში შეიქმნა პირველი ბიბლიოთეკა. მათ ასევე ვირტუალურად „მოინახულეს“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საცავი და გაიგეს, რომ იქ ინახება მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე მცირე ზომის წიგნები. საუბარი შეეხო გინესის რეკორდების წიგნსაც.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი წიგნის ფურცლიდან წაკითხვა ტექნიკის მიღწევებისა და ელექტრონული წიგნების ეპოქაში. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რას გრძნობენ წიგნის კითხვის დროს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქაღალდის წიგნის ჯადოსნურ ძალას.

პრეზენტაცია იყო საინტერესო და მოსწავლეების ჩართულობა - მაღალი.

ღონისძიების ბოლოს დაურიგდათ ფურცლები და მიიღეს დავალება - დაეწერათ, რას უსურვებდნენ მეგობრებს, ბიბლიოთეკის მცველები რომ ყოფილიყვნენ. ნააზრევი ჩაყარეს ყუთებში და შეინახეს. გარდა ამისა, მათ დაევალათ მოემზადებინათ მცირე კვლევა სახელწოდებით - „წიგნი და კომპიუტერი“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი პროექტები ბავშვებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ და წიგნის სიყვარულს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება