| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დამთავრება განსაკუთრებულად აღნიშნეს I კლასის მოსწავლეებმა.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარდგნენ სპექტაკლით „ოცდაცამეტი და-ძმა“.
ზეიმზე, მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში, იყო გულწრფელი ემოციები და სიხარული, რომელიც სასწავლო წლის წარმატებით გავლამ მიანიჭა პირველკლასელებს.
მოსწავლეებმა ანბანის საქებარი არაერთი საინტერესო სიტყვა წარმოთქვეს - „ღმერთმა დალოცოს ყველა ის ქართული სიტყვა, რომელშიც ჩუქურთმასავით ამოკვეთილი 33 ასო ამზევდება და აბრდღვიალდება“. შეასრულეს სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. ზეიმი დასრულდა ლიტერატურული კომპოზიციით „საქართველო“. ეს გახლდათ ნამდვილი ზეიმი და გულმართალი განცდების ზღვა.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ. მან მადლობა გადაუხადა მშობლებს მობრძანებისათვის, ხოლო მოსწავლეებსა და საგნის მასწავლებელს, ნინო ხუხუნს წარმატებები უსურვა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა