| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჭალის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოადგებათ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილლეობით, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.
ახლახან, ჭალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის ქართული ენის კლუბმა განვლილი სასწავლო წელი ემიგრანტ თანატოლებთან ერთად შეაჯამა პროექტით - „ქართული ენა ჩვენს ცხოვრებაში“ და როგორც სკოლაში გვიამბობენ, კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეჰმატა ბედნიერ ბავშვობას.
ემოციური, საინტერესო პრეზენტაციები გაუზიარეს მსოფილოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა მოსწავლეებმა ერთმანეთს, ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, ნოსტალგიაზე...
„ღონისძიება თიმსის საშუალებით განხორციელდა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. Შეხვედრის პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა საინტერესო პრეზენტაციები, სახალისო ინტერაქტიული სავარჯიშოები და თამაშები. რამაც პროექტის მიზანი ნამდვილად გაამართლა . Მოსწავლეები დაუახლოვდნენ ერთმანეთს, გაიუმჯობესეს ლექსიკური მარაგი, კომუნიკაციის უნარები და აიმაღლეს მოტივაცია.
პროექტს ხელმძღვანელობდა ირმა კრაველიძე, დისტანციური სკოლისა და ქართული ენის პედაგოგი.
მეტად ემოციური, გულშიჩამწვდომია პატარა ემიგრანტების ნაფიქრი და ნააზრევი, რომელთა გულწრფელობამ და სურვილებმა საქართველოში მცხოვრებ თანატოლებს ცრემლიც კი მოჰგვარა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას