სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანძის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
05-06-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.

მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადნენ და სურვილები გაცვალეს. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება - მოსწავლეემა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მე-12 კლასელები - მარიამ გაბუნია, მარიამ გაწერელია, გიორგი დანელია, მარიამ კინწურაშვილი, მათე მუშკუდიანი, ქრისტინა ნაჭყებია, დეა ოსაძე, თამუნა ფანცულაია, ლუკა ხორავა, ლუკა ხურცილავა და ლუკა ნაფეტვარიძე სკოლის დირექტორმა - დონალდ ძაგანიამ და მასწავლებლებმა  დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

„ძვირფასო მე-12 კლასელებო, სკოლის დამთავრებას გილოცავთ! ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას თქვენს ცხოვრებაში. ბევრ გამოწვევას გაუძელით იშრომეთ, გადალახეთ სირთულეები და მიაღწიეთ წარმატებებს. ეს არის თქვენი დიდი შრომის, მონდომებისა და შეუპოვრობის შედეგი. ახლა იწყება ახალი, საინტერესო ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის, მისდიეთ თქვენს ოცნებებს და არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა - განვითარება. გისურვებთ წარმატებებს, სიხარულს, კეთილდღეობას, მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნების, ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას მომავალ დამოუკიდებელ ცხოვრების გზაზე...“,- აღნიშნავს დირექტორი და კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივრად რჩება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება