| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები და აკადემიური მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
პატარებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს, წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ და მშობლები და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პირველი კლასის დამრიგებელი ელისო ადამია, მუსიკის მასწავლებელი ირინა ცაავა.
პედაგოგი ელისო ადამია მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
„ასე, მხიარული განწყობით დაასრულეს პირველი კლასი ჩემმა პატარებმა. მიყვარხართ და გეფერებით...“,- აღნიშნავს ელისო ადამია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა