სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლისთვის თედო ჯღარკავას სახელის მინიჭება გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა
04-06-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლას თედო ჯღარკავას სახელი მიენიჭა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებაზე სკოლამ არაერთ საპატიო სტუმარს უმასპინძლა. 

ღონისძიებას დაესწრო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია. 

ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე, სკოლის ეზოში გამოფენილი იყო სკოლის ფოტომატიანე და მოსწავლეების ნამუშევრები.

თედო ჯღარკავამ, რომელიც 1882 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ქვედა ნაგვაზაოში დაიბადა, გასულ საუკუნეში საკუთარი კარ-მიდამო ქვედა ნაგვაზაოს სკოლას დაუთმო, რითაც ხელი შეუწყო მის განვითარებას. სოფლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლას თედო ჯღარკავას სახელი მიენიჭა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ილია ინჯია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, ასევე მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება