სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიზილქილისის საჯარო სკოლის მე-12 კლასელების შთამბეჭდავი ღონისძიება და ემოციური „ბოლო ზარი“
03-06-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, კიზილქილისის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.. 

ახლახან კიზილქილისის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის  „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;

ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

კიზილქილისის საჯარო სკოლის კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.

„სკოლა ულოცავს მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება