სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ ნათელ მზესა და მზესავით ნათელ ბავშვობას...“ - ეშტიის N1 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა
03-06-2025
-
+


1-ელი ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლა შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა, რომელიც, როგორც თავად გვიამბობენ, უკვე ტრადიციადაა ქცეული: „ეს დღე აუცილებლად აღსანიშნავია სკოლებს შორის, რადგან სწორედ აქედან იწყება ბავშვების უფლებები, თავისუფლებები და მათი ხედვა მომავლისკენ“, - აღნიშნავენ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში.

სკოლის დირექტორი, ბერნიკ ჰოვსეფიანი აცხადებს, რომ „ჩვენთან, საქართველოში დღეს და ყოველთვის დაცულია ბავშვების უფლებები. საქართველოში ყველა ბავშვი გრძნობს სიყვარულსა და უსაფრთხოებას როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში და ყველგან“.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ დამრიგებლები, აქტივობის დასაწყისში მოსწავლეებმა პოსტერები წარმოადგინეს, შემდეგ კი ჩატარდა თანამედროვე და აქტუალური თამაშები.

„დღეს კიდევ ერთხელ, ყველა ბავშვმა თავი დაცულად შეიგრძნო!

ეშტიის ვ. ჰოვსეფიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები გილოცავთ ყველა ბავშვს, გისურვებთ ნათელ მზესა და მზესავით ნათელ ბავშვობას“, - ნათქვმია სკოლის მილოცვაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება