სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობთ თქვენით და ველოდებით დიდ გამარჯვებებს!“ - თბილისის N89 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
04-06-2025
-
+


თბილისის N89 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.  კურსდამთავრებულება მანტიები და ქუდები მოირგეს. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

კურსდამთავრებულებმა კი დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. 

„ყველა მეთორმეტე კლასელს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ უდიდეს წარმატებებს ცხოვრების დამოუკიდებელ, დიდ ასპარეზზე!

ვამაყობთ თქვენით და ველოდებით თქვენს დიდ გამარჯვებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება