სიახლეები
სიახლეები

„ეროვნულების კითხვებზე დაწესდეს სავალდებულო შემოწმება“... - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტშია
03-06-2025
-
+


საქართველოს პარლამენტში შევიდა, მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ“, რომელიც განათლების კომიტეტმა უნდა განიხილოს.

ავტორი ითხოვს, შემუშავდეს კანონი „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრება ცენტრის სამართლებრივ სტატუსი, საქმიანობის წესი, ხოლო ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულ სატესტო კითხვებზე დაწესდება სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც განახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკანონმდებლო წინადადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. ისტორიის ტესტი ამოწმებს როგორც ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს, ასევე ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის გააზრება, ანალიზი და შეფასება. ///////// სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ მიერ ვებ-გვერდზე 2025 წელს განთავსებულ საგამოცდო კრებულში „ცენტრის“ ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებულ კითხვებში, მოცემულია შემდეგი საგამოცდო ტესტი #38.4: "ლაშქარი გორსა და მის შემოგარენში დაბანაკდა, რათა იქ ციხესიმაგრე აეშენებინა და თეიმურაზისთვის დაბრუნების ყველა იმედი გადაეწურა. ჯერ შესაფერისი ადგილი შეარჩიეს - ერთი განცალკევებით მდგარი გორაკი, რომლის ერთი მხარე ქალაქს ემიჯნებოდა, მეორე კი მდინარეს. სპარსელთა ერთ-ერთმა სარდალმა როსტომმა შეიტყო, რომ მამა კასტელი ხელოვნების მცოდნე გახლდათ, რასაც სპარსეთში ძალზე აფასებდნენ, თავისთან უხმო მას და სთხოვა დაეხატა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იგი აშენებდა. სანამ სპარსთა ლაშქარი გორში იყო დაბანაკებული, არაერთხელ მოგვიწია მათი ფიზიკური და სულიერი განკურნება." საგამოცდო ტესტის 38-ე კითხვას გააჩნია შემდეგი აღწერა: ინსტრუქცია დავალებისათვის №38. ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 14." ასევე, გააჩნია შემდეგი შეფასების სქემა: "38.4. ლოგიკური პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა". აღნიშნულ საგამოცდო ტესტს გააჩნია შემდეგი კითხვა: "თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? //////// ამრიგად, განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სთავაზობს ისტორიის საგანში შემდეგ კითხვას: „თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? ამგვარი კითხვის დასმა არის სრულიად არარელევანტური და დაუშვებელი. ამგვარი კითხვის დასმა ემსახურება ერთადერთ მიზანს - აბიტურიენტებს ამ კითხვაზე გაცემისას დაეწეროთ 0 ქულა, ნაცვლად 1 ქულისა. ეს არის ცენტრის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერი, დანაშაულებრივი „ხაფანგი“, რათა აბიტურიენტებს, რომლებიც მაღალ ქულებს იმსახურებენ, ხელოვნურად დაეწეროთ დაბალი ქულები, ვერ მოიპოვონ 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი“...

...აშკარაა, რომ „თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში?“ არ განეკუთვნება ისტორიის აკადემიურ დისციპლინას, იგი ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის ან მედიცინის დარგის კითხვას უფრო წარმოადგენს, ვიდრე ისტორიულს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, მიიღოთ საქართველოს კანონი "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ", რომლითაც განისაზღვრება ცენტრის სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის წესი, ხოლო ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულ სატესტო კითხვებზე დაწესდება სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც განახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

...აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემეცნების წყაროს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხშირად, საგამოცდო ტესტების შედგენა ხდება ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით, რომლებიც ისტორიულ ფაქტებს არასწორად აღწერენ, ხოლო ისტორიის საგანში ტესტების შედგენა აღნიშნული ლიტერატურული ნაწარმოებების საშუალებებით ხდება, რაც წარმოშობს გაუგებრობებს.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

მასწავლებელს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების, დირექტორს კი სკოლიდან დათხოვნის უფლება აქვს - დოკუმენტი

მუნიციპალიტეტი, რომლის სკოლებშიც მუნის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

„აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო...“

3 ცვლილება განათლების მიმართულებით, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულით და მონდომებით წარმოადგინეს საინტერესო პროგრამა
 

სასკოლო საზპგადოების წინაშე მათ საქართველოს თითოეული კუთხე, მათი უნიკალური კულტურით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი წარადგინეს

პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს

საინტერესო

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება