სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბოლო ზარისთვის“ სახელდახელოდ შექმნილი ბენდი და მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება შუაგორას საჯარო სკოლაში
04-06-2025
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.

20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

გაიმართა გამოსამშვიდოებებელი ღონისძიება.  ახალგაზრდების თეთრი პერანგები ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.

მოსწავლეებმა პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მასწავლებელთა როლი მათ სწავლა-განვითარებაში.

უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს პირველ მასწავლებელსა და უკანასკნელ დამრიგებელს (გოგოლა ბაჯაძე და ქეთევან ტოფაძე). თითოეულ პედაგოგს ვარდი მიართვეს. 

მადლობა გადაუხადეს პედაგოგს, რომელმაც მათ ფიზიკა შეაყვარა. 

„მასწავლებელი, რომელიც ძნელია, არ გიყვარდეს, არ გახსოვდეს და არ აფასებდე - პატივცემულ თამარ ცინცაძეს“,- სიყვარულით მიმართეს მე-12 კლასელებმა პედაგოგს. 

ღონისძიება ამაღელვებელი აღმოჩნდა როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ასევე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. 

„ბოლო ზარისთვის“ მოსწავლეებმა სახელდახელოდ ბენდი „სამი მესამედი“ (დრამი - ანა გენელიძე; YAMAHA - მარიამ ღვიტიძე; ელექტრონული გიტარა - ნიკა მეფარიძე) ჩამოაყალიბეს.

„დასრულდა ერთი დიდი, ლაღი, ლამაზი მოგონებებითა და ბედნიერი წუთებით სავსე მონაკვეთი... ჩვენს სკოლაშიც დაირეკა „ბოლო ზარი“, სულ-სულ ბოლოს, საქართველოს მასშტაბით, და კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა ბოლო ზარების ისტორიას...

გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო, უკვე კურსდამთავრებულებო...ბევრი გაისარჯეთ, ეს დღე რომ განსაკუთრებული ყოფილიყო და ეს თქვენ გამოგივიდათ... თქვენ შეუძლებელი შეძელით...

გვამხიარულეთ, გაგვახარეთ, გვაცინეთ და ცრემლიც გვადინეთ, უთქმელ თუ გამჟღავნებულ სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოგვიტყდით და დიდი, უსაზღვრო, უკიდეგანო იმედი ჩაგვისახეთ თქვენზე მზრუნველ გულებში - გვჯერა, ცხოვრებაშიც შეუძლებელს შეძლებთ, მწვერვალებს დაიპყრობთ და მაღლი, სულ მაღალი მწვერვალებიდან ვალმოხდილი შესძახებთ ცაში ღმერთს და მიწაზე - თქვენზე მლოცველ თქვენს სისხლსა და ხორცს- ჩვენ ღვთიური ცხოვრება შევძელით, ჩვენ ეს გამოგვივიდა!!! “,- აღინიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეომასალა:

https://www.facebook.com/shuagoras.sajaro.sk.ola/videos/667506906284262/

https://www.facebook.com/shuagoras.sajaro.sk.ola/videos/628165250244310/


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება